{ "language": "georgian", "groups": [ [0, 100], [101, 300], [301, 600], [601, 9999] ], "quotes": [ { "text": "ძალზე ხშირად კარგ რამეებს საზიანო შედეგები მოაქვს. არის მრავალი მაგალითი იმისა, თუ როგორ გაანადგურა ფულმა ესა თუ ის ადამიანი, ანდა როგორ იმსხვერპლა ისინი გაბედულებამ.", "source": "არისტოტელე", "length": 166, "id": 1 }, { "text": "ანტიკური კანონები კვლავ დიდი ხნის განმავლობაში იქნება მოქმედებაში, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს აქვს მათი შეცვლის შესაძლებლობა.", "source": "არისტოტელე", "length": 126, "id": 2 }, { "text": "ზოგადად, ადამიანები აიძულებენ იმას, ვისაც ეპირფერებიან.", "source": "არისტოტელე", "length": 55, "id": 3 }, { "text": "ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.", "source": "ვეფხისტყაოსანი", "length": 56, "id": 4 }, { "text": "მომავალს ან წარსულს - იმ დროს, როცა აზრი თავისუფალი იქნება, როცა ადამიანები სხვადასხვანაირები იქნებიან და არ იქნებიან ეულნი, იმ დროს, როცა ჭეშმარიტება იარსებებს და ის, არც გაკეთდება, ვეღარ მოისპობა.", "source": "1984", "length": 198, "id": 5 }, { "text": "ძალაუფლება ნიშნავს ძალაუფლებას ადამიანებზე, მათ სხეულზეც რასაკვირველია, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, მათ გონებაზე.", "source": "1984", "length": 110, "id": 6 }, { "text": "მართალი ხარ, ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, ერთის სიტყვით - რაც არ უნდა გექნა, არ გიქნია - ესეც კარგია: უარარაობას ეგა სჯობია. მაგრამ ეხლა ეს უნდა გკითხო: რაც უნდა გექნა, ის კი გიქნია?", "source": "კაცია ადამიანი?!", "length": 215, "id": 7 }, { "text": "ნამდვილი გულადობა მდგომარეობს არა იმაში, თუ როგორ წაართვა სიცოცხლე, არამედ იმაში, თუ როგორ შეუნარჩუნო.", "source": "ჰობიტი", "length": 102, "id": 8 }, { "text": "ერთხელ გაწვიმდა და არ წყდებოდა 4 თვის განმავლობაში. ამ დროს ჩვენ წვიმის ყველა სახეობას გავეცანით: სწორი წვიმა... ირიბი წვიმა... ჰორიზონტალური წვიმა. და ხანდახან წვიმდა პირიქით - ქვემოდან ზემოთ", "source": "ფორესტ გამპი", "length": 192, "id": 9 }, { "text": "ბევრი ამბობს, რომ მხოლოდ ინტელექტს შეუძლია მეცნიერებაში რაიმე ღირსეშანიშნავის გაკეთება. მაგრამ ისინი ცდებიან, ეს ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული.", "source": "ალებერტ აინშტაინი", "length": 146, "id": 10 }, { "text": "ერთ მშვენიერ დღეს, თუკი ადამიანი ნამდვილ სიყვარულს ამოფრქვევის საშუალებას მისცემს, დალაგებულ-მოწესრიგებული საგნებიც კი ქაოსში გაეხვევა. სამყარო კი მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ადამიანი სიყვარულს ისწავლის. მანამდე კი მხოლოდ ერთი რწმენით შეგვიძლია ცხოვრება - რწმენით, თითქოს სიყვარულისა რამე გაგვეგებოდეს, არადა, მისი დაფასება ჯერაც ვერ გვისწავლია.", "source": "დანტე ალიგიერი", "length": 353, "id": 11 }, { "text": "ამ თამაშს ჩვენ ვერ მოვიგებთ, მაგრამ ზოგიერთი მარცხი სჯობს სხვა მარცხს.", "source": "1984", "length": 70, "id": 12 }, { "text": "ვინც წარსულს აკონტროლებს, ის აკონტროლებს მომავალს. ვინც აკონტროლებს აწმყოს, აკონტროლებს წარსულსაც", "source": "1984", "length": 97, "id": 13 }, { "text": "სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი", "source": "ილია ჭავჭავაძე", "length": 77, "id": 14 }, { "text": "ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთსა ჰგავს, ყოველი უბედური ოჯახი თავისებურადაა უბედური.", "source": "ლევ ტოლსტოი", "length": 82, "id": 15 }, { "text": "კატა ხომ არ არის, აიღო და ჩამოჰკიდო; რაც უნდა იყოს, ღვთის სული ადამიანია.", "source": "სარჩობელაზედ", "length": 73, "id": 16 }, { "text": "ხალხი, წუთის წინად სულგანაბული, ეხლა მხიარულად ჰყაყანებდა და ლაზღანდარობდა კიდეც. დაირღვა ხალხის გროვა, დაიშალა და გაიშალა მინდორზედ. ყველამ თავის სახლისაკენ გასწია სრულიად კმაყოფილმა, რომ ეს სამარცხვინო და გულის ამაზრზენი თამაში ნახა. პეტრემ მიიხედ-მოიხედა და ნახა, რომ აღარავინ რჩება აქ. ჯარიც წამოვიდა, მარტო ორი ყარაულიღა დარჩა სარჩობელასთან. იმ წითელპერანგა კაცმაც გადიცვა რაღაც სხვა ტანისამოსი და გამოსწია. სარჩობელაზედ დარჩა უძრავად დაკიდებული ის უბედურის შვილი.", "source": "სარჩობელაზედ", "length": 469, "id": 17 }, { "text": "მხოლოდ აქ დამთავრდა ოთხ ნაწილად შედგენილი სამგლოვიარო მარში, რომელშიც იყო სამხრეთის მზე, ტფილისის სევდა, ავტომობილის საყვირი, პროპელლერის ხმაური, პარიზის ყავახანის როკვა, ჩინეთის აბრეშუმის დანელებული შრიალი, ბრომლეის უსაზღვრო პატივისცემა, თინოს შურიანი ღიმილი, გველის სრიალი ქალის უზადო ტანზე, საიდუმლო შელოცვა და ყველა ამას გარს ეხვეოდა სულთამობრძავი შალვას ხრიალი. რამინოს მშვიდი ცქერა და საქართველოს მივარდნილ სოფელში გამზრდელ მამიდის უხმო, ბებრული ქვითინი, ტირილი და ზოგჯერ მოთქმა...", "source": "შელოცვა რადიოთი", "length": 487, "id": 18 }, { "text": "მუდმივ დინჯმა, ცივმა და ქვეყნის ბედით გატაცებულმა წიგნის ჭიამ თან-და-თან გადააჩვია მარგო მუსიკას, სიმღერას, ცეკვას, ანცობას; თავის მოგიჟიანებას, სიყვარულის სიცილსა და სიცოცხლის ლაღობას. რაც დრო მიდიოდა, თეიმურაზიც საზოგადო საქმეებსა და წიგნებში უფრო-და-უფრო ღრმად მისძვრებოდა, დღითი დღე ჭიავდებოდა, წიგნის მღილს ემსგავსებოდა და მარგოს გულის ჩახვევას, განაპირებასა და სულიერ დაობლებას ვერც კი ამჩნევდა.", "source": "ჯაყოს ხიზნები", "length": 401, "id": 19 }, { "text": "როცა თეიმურაზს ცხოვრებამ მიწამდე მოუღუნა კისერი და ულმობლად დაჰკეცა იგი, მოდრეკილმა მწიგნობარმა თავის წიგნებსაც წაავლო ხელი, - იმ წიგნებს, რომელნიც თეიმურაზისთვის ღვიძლ შვილებს ედარებოდნენ და უფრო საჭირონი და ძვირფასნი იყვნენ, ვიდრე ავეჯეულობა, მამა-პაპეული განძეულობა, მარგოს თვალ-მარგალიტი, ბროლი, ფაიფური და თეთრეული.", "source": "ჯაყოს ხიზნები", "length": 320, "id": 20 }, { "text": "მაშ, მაშა! - მოესმა უკნიდან ჯაყოს მხიარული ჭიხვინი, - აგრე ვიცის ჯაყომა!", "source": "ჯაყოს ხიზნები", "length": 72, "id": 21 }, { "text": "ბრძნად მეტყუელება ვეცხლი არს წმინდა, ხოლო დუმილი, ოქრო რჩეული", "source": "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", "length": 61, "id": 22 }, { "text": "- მღუპავ, მამა? - მივიდა იგი ბეკინასთან. - მღუპავ? დანას მიყრი ყელში?.. რატომ მიმეტებ შენი ჭირიმე?!", "source": "სამანიშვილის დედინაცვალი", "length": 99, "id": 23 } ] }